მარნეულის ბაღების გაერთიანებამ დანამატი იმ თანამშრომლებზე გასცა, ვისაც „საყვედური“ არ ჰქონდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, გუშინ, 2 ოქტომბერს, ბაღის თანამშრომლებზე დანამატი გასცა.
როგორც გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, ერთი ხელფასიის ოდენი თანხა იმ პერსონალს ჩაერიცხა, ვისაც „საყვედური“ არ ჰქონდა მიღებული. თუ რამდენია ასეთი თანამშრომელი, ამას ქარამოვი კომფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ გვეუბნება.

„იმ თნამშრომლების გარდა ყველას ჩაერიცხა დანამატი, ვისზეც საყვედურები იყო ან სამუშაო საათები ცოტა ჰქონდა. ჩვენ ხომ ვატარებთ მონიტორინგს და მუშაობის პროცესში , მონიტორინგის შედეგად, თუ არის საყვედურები და შენიშვნები, დანამატი ვერანაირად ჩაირიცხება. ასეთი თანამშრომელი ბევრი არ არის, მაგრამ ეს საიდუმლო ინფორმაციაა და ვერ გეტყვით“ - თქვა ზაურ ქარამოვმა და აღნიშნა, რომ პრემიების დარიგებაზე გადაწყვეტილება, თანამშრომლების გაწეული საქმიანობის გამო მიიღეს.

„ძალიან ბევრს წვალობენ, ძალიან დიდი შრომა აქვთ ბავშვებს ზრუნვისთვის გაწეული და ამიტომ მივეცით დანამატი“


აღსანიშნავია, რომ ბაღის თანამშრომლებს დანამატი 2 ოქტომბერს დაერიცხათ. ამავე დღეს ჰქონდა  რადიო „მარნეულს“ სიუჟეტი მომზადებული  N3 საბავშვო ბაღში არსებულ პრობლემაზე.

მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ არასაკმარისი საწოლებზე, ჯგუფებში განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბავშვებზე და არსებულ ხელფასზე. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა თანხის დარიცხვა რადიო „მარნეულის“ სიუჟეტს, ქარამოვი ამმბობს, რომ დანამატის გაცემაზე პროცესი, 20 სექტემბრიდან ჰქონდათ დაწყებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები