მერიის მაღალი თანამდებობის პირების დამალული ქონება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

კვლლევის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. შესწავლილ დეკლააციებს შორის არის მარნეულის მერის მოადგილეების, ზაურ ტაბატაძის და ლაშა ლობჯანიძის დეკლარაცია. ასევე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის და მისი მოდგილის, მამუკა ნავერიანის ქონებრივი დეკლარაცია.



ლაშა ლობჯანიძე


მარნეულის მერის მოადგილე

ლაშა ლობჯანიძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „საკოს” 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

შენიშვნა:
ლაშა ლობჯანიძის შესახებ სტატიაში მოცემული ინფორმაცია მცდარია. 3 ოქტომბერს, რადიო "მარნეულმა" გადაამოწმა "გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ მარნეულის მერის მოადგილე შპს "საკოს" მფლობელი არაა. 



ზაურ ტაბატაძე

მარნეულის მერის პირველი მოადგილე

ზაურ ტაბატაძეს 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „ლომთაგორა 2000”-ის 22% წილის მფლობელი.

ზაურ ტაბატაძეს დეკლარირებული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს შპს „ჯიშსაშენსა” (14.28%) და შპს „მეზონინში” (30%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.



ამირან გიორგაძე

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე

ამირან გიორგაძეს 2019 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „გიგა2”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, შპს „ექსპრესი 2005”-ის 16% წილის მფლობელია.



მამუკა ნავერიანი

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ნავერიანს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ალგეთი I”-ის 33% წილის და შპს „საფეხბურთო-სპორტული კლუბი ალგეთის” 33% წილის მფლობელი.

მამუკა ნავერიანს, ასევე, არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, თინათინ სამხარაძე ფლობს შპს„ბაზრის” 20% წილს.

რადიო "მარნეულიმა დეტლების გასარკვევად ოთხივე მათგანს დაურეკა, თუმცა გასაუბრება ამ ეტაპზე  მხოლოდ ამირან გიორგაძესთან შევძელით. მან თქვა, რომ ამჟამად არც  შპს „გიგა2”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორია და არც შპს „ექსპრესი 2005”-ის 16% წილის მფლობელია. აღნიშნული კომპანიები  დიდი ხანია არ ფუნქციონირებს . "დღესდღეობით არ ფუნქციონირებს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ საგადასახადოში. უბრალოდ დარჩა, შპს-დ. გაუქმება არ ხდება ასე ადვილად. დეკლარაციაში ტარდება, რომ ნული აქვს შემოსავალი" .
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები