მარნეულში სკვერის გასაკეთებლად მერია 15 069 ლარს დახარჯავს
მარნეულში რუსთაველის N3 კორპუსის მიმდებარედ, მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე, მერია რეკრეაციული სივრცის მოწყობას გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მერია სკვერის მოწყობისათვის 15 069 ლარს დახარჯავს. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონების მოწყობაცაა დაგეგმილი.

„ამ ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ნაგვის ურნები, განათება და დასასვენებელი სკამები. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ქობულეთის ქუჩაზე უკვე დასრულებულია ასეთი რეკრეაციული ზონის მოწყობა“ - მარიამ ხაჩიძის განმარტებით, მერია კვლავ აპირებს ამდაგვარი დასასვენებელი სკვერების მოწყობას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ რუსთაველის N3-ში სკვერის მოწყობის სამუშაოების ტენდერი 30 სექტემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 8-დან 11 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები