TI-ს კვლევა, სადაც ლაშა ლობჯანიძე შპს „საკოს“ 100%-იან წილის მფლობელად არის დასახელებული, მცდარია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე , ლაშა ლობჯანიძე „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას, სადაც მას შპს „საკოს“ 100%-იან წილის მფლობელად ასახელებენ, დეზინფორმაციას უწოდებს. ფაქტის გადასამოწმებლად ის საკუთარ პირად მონაცემებს გვაძლევს.

რადიო „მარნეულმა“ ინფორმაცია იურიდიულ პირთა რეესტრში მოიძია, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „საკო“-ს მფლობელი ნამდვილად არის ვინმე ლაშა ლობჯანიძე, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, რაც გარკვეულწილად ემთხვევა მარნეულის მერის მოადგილის, ლაშა ლობჯანიძის მონაცემებს, თუმცა პირადი ნომრით დასტურდება, რომ აღნიშნული პიროვნება სხვა არის.

"გამჭვირვალობა საქართველოს"  მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არჩილ თოდუა რადიო "მარნეულთან" ამბობს, რომ ლაშა ლობჯანიძის ინფორმაცია მასალიდან უკვე ამიღეს და შქმნილი ვითარების გამო ბოდიშს იხდის. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. კვლლევის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. შესწავლილ დეკლააციებს შორის არის მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე. ასევე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის და მისი მოდგილის, მამუკა ნავერიანის ქონებრივი დეკლარაცია.

რადიო "მარნეულმა" დეტლების გასარკვევად სამივე მათგანს დაურეკა, თუმცა გასაუბრება ამ ეტაპზე მხოლოდ ამირან გიორგაძესთან შევძელით. მან თქვა, რომ ამჟამად არც შპს „გიგა2”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორია და არც შპს „ექსპრესი 2005”-ის 16% წილის მფლობელია. აღნიშნული კომპანიები დიდი ხანია არ ფუნქციონირებს . "დღესდღეობით არ ფუნქციონირებს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ საგადასახადოში. უბრალოდ დარჩა, შპს-დ. გაუქმება არ ხდება ასე ადვილად. დეკლარაციაში ტარდება, რომ ნული აქვს შემოსავალი".


Print