მარნეულში, ახალი დიზაინის, რამდენიმე სანაგვე ურნაში სათლი აღარაა
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, განლაგებულ რამდენიმ ახალ სანაგვე ურნას ძირი აღარ აქვს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 165 ურნა განათავსა, რომელთა დიზაინი წინამორბედებისაგან განსხვავდება. ნაგვის კალათა რკინისაა და შავადაა შეღებილი.

როგორც ჩვენთან საუბრისას შპს "სუფთა მარნეულის" დირექტორმა ლერი მუმლაძემ თქვა, ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია არის თუ არა სანაგვე ურნების სათლები დაზიანებული.

მუმლაძე ასევე განმარტავს, რომ ღამის საათებში მაღაზიებსა და სხვადასხვა ობიექტებს მათ წინ განთავსებული სანაგვე ურნის სათლი შენობაში შეაქვთ. მისი განმარტებით, მეპატორნეები ასე სათლის დაზიანებისაგან თავის ასარიდებლად იქცევიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 165 სანაგვე ურნა ქალქში 10 დღის წინ შემოიტანა. მათ შესაძენად მერიამ 34 000 ლარი დახარჯა.




რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები