მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა
მასწავლებელის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულელი პედაგოგი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას საპრიზო თანხა 10 000 ლარი გადაეცემა. გამარჯვებული დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდა.

პედაგოგობის გამოცდილება გიორგის არაერთი წელია აქვს, თუმცა მარნეულში მუშაობა მან პირველად 2012 წელს სოფელ შაუმიანშის N3 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახლა ის მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები