კირაჩმუღანლოელებს არ უთხრეს, რომ ტრანსპორტის შეფერხება ავტობუსების გაუმაეთაობამ გამოიწვია
რამდენიმე დღეა სოფელ კირაჩ-მუღანლოს მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ.
დილის საათებში, მარნეულში სამუშაოდ წამოსასვლელ ადამიანებს საათობით ლოდინი უწევთ, რომ რამეს გამოყვნენ. ხშირ შემთხვევაში კი ტაქსით სარგებლობენ.

ადგილობრივების თქმით, ზოგჯერ მუნიციპალურ ავტობუსებს მეზობელი სოფლის, კაჩაგნის ტრანსპორტი ანაცვლებს, მაგრამ თუ არ გაუმართლათ და ისიც არ მოვიდა, გზაში რჩებიან.

კარგი იყო როცა ავტობუსი არ იყო, მაშინ კაჩაგნის ავტობუსით მივდიდით. ახლა ისიც არ მოდის. არც დილის 8-ზე, არც საღამოს 6-ზე . მაშინ ჩვენ რომელზე უნდა წავიდეთ სამსახურში ან რომელზე უნდა დავბრუნდეთ? რამდენჯერ შეიძლება სამსახურში დაგვიანება?“

„ხელფასსაც გზაში ვხარჯავ. რამდნეიმე დღეა მარშრუტკები არ დადიან, კვირაშ 3-ჯერ ტაქსით მიწევს წასვლა და არ მაწყობს. თუ გაფუჭებულია რამე გამოსავალი ნახონ. ყოველ წელს ტრანსპორტია პრობლემა, კარგად არ მუშაობენ“


როგორც ჩვენთან საუბრისას შპს „ავტოპარკის“ (მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი შპს) დირექტორი გიგა ჯალაღონია ამბობს,  კირაჩმუღანლში მოძრავი ორი ავტობუსი გაფუჭებულია. ერთი შედარებით მძიმე მდომარეობა აქვს და ძრავი აქვს დამწვარი. რაც შეეხება მეორეს, ის დღეს შეკეთდება და ხვალ ჩვეულ რეისს შეასრულებს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები