40 წლის საკინა მუსტაფაევას ღვიძლის სასწრაფო გადანერგვისთვის 215 600 ლარი ესაჭიროება
40 წლის მარნეულელ საკინა მუსტაფაევას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ექიმების თქმით მას ერთი თვის ვადაში სასწრაფოდ გასაკეთებელი აქვს ოპერაცია, ვინაიდან ღვიძლი ფუნქციას კარგავს და სხვა ორგანოების მუშაობა შეუძლებელი ხდება.

მას ერთი თვის ვადაში 215,600 ლარის ღირებულების ოპერაცია ესაჭიროება.

საკინას სამი შვილი ჰყავს 18 , 17 და 7- 8 წლის შვილები. უფროსი შვილი დაბადებიდან ცერებრალური დამბლით დაიბადა და საქინა არის ერთადერთი ადამიანი რომელიც შვილს წლების განმავლობაში უვლიდა.
ოჯახს ოპერაციის ღირებულების თანხა არ გააჩნია.

ოჯახას წევრებიდან მხოლოდ მეუღლე მუშაობს.

ოჯახის ნათესავებმა სასწრაფო წესით მიმართეს მერიას, თუმცა მარნეულის მერიის ბიუჯეტიდან გამომდინარე გამოყოფილი თანხა სავარაუდოდ 5 000 ლარს არ აღემატება.

ასევე კლინიკამ, სადაც სავარაუდოდ ჩატარდება ოპერაცია მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, სამინისტროს დაფინანსების სავარაუდო თანხა 10 000 ლარზე მეტი არ იქნება.


დანარჩენი თანხების მოძიება საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების იმედად უნდა შეგროვდეს, იმისთვის რომ საკინას ცხოვრება გაგრძელდეს და მასზე დამოკიდებულმა ბავშვებმა არ დაკარგონ დედა და მზრუნველი.

ქვემოთ მითითებულია საბანკო ანგარიშები რომლებზეც თქვენ შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა.

საკინას ოჯახის წევრები წინასწარ უხდიან ყველას მადლობას თანადგომისთვის.











ევროპული ანგარიში:




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები