"არ შემეძლო იმ კაცთან ცხოვრება, რომელმაც მომიტაცა და ჩემზე ძალადობდა"
არ შემეძლო იმ კაცთან ცხოვრება, რომელმაც მომიტაცა და ჩემზე ძალადობდა... ისტორია გამოქვეყნებულია პროექტ "ფანჯარას" სოციალურ ქსელის Facebook გვერდზე.

შახზადე ორუჯოვა თავშესაფარში ცხოვრობს. ის იძულებითი ქორწინებისა და ძალადობის მსხვერპლია.

„15 წლის როცა ვიყავი, დედინაცვალმა იძულებით დამნიშნა ჩემზე თხუთმეტი წლით უფროს კაცზე. რამდენჯერმე შევეცადე შეწინააღმდეგებას, მაგრამ როცა გაიგეს ამის შესახებ, შეთანხმებით მომიტაცეს.

ქმარი ცუდად მექცეოდა, ყველა პატარა პრობლემის გამო მცემდა, მაგალითად, თუ ჩემი და სოციალურ ქსელში დებდა ჩემს ფოტოს, ან ძმას ვურეკავდი.

თვენახევრის შემდეგ მივხვდი, რომ მე მასთან ვერ ვიცხოვრობდი. მამაჩემის სახლში დავბრუნდი. დედინაცვალი ცდილობდა, სხვაზე გავეთხოვებინე, მამაჩემი კი არასოდეს მიცავდა დედინაცვალისაგან.

უარი როცა ვუთხარი, დედინაცვალმა პირობა წამომიყენა, ან გათხოვდები, ან სახლიდან წახვალო. ისედაც, მე იმ სახლში ყოველთვის ზედმეტი ვიყავი. მეხუთე კლასის შემდეგ, დედინაცვალმა სწავლის გაგრძლების უფლება არ მომცა.

ბავშვებიდანვე, ოჯახის ყველნაირ საქმეს მე ვაკეთებდი მოხუცი ბებიასაც მე ვუვლიდი. როდესაც სახლიდან წამოვედი, პოლიციას მივმართე, პოლიციამ კი თავშესაფარში მომიყვანა. 4 თვეა, აქ ვცხოვრობ, აქ სხვადასხვა კურსებზე დავდივარ, ცოტათი ქართულიც ვისწავლე. ახლა სამსახურს ვეძებ. სახლში დაბრუნებაზე არც მიფიქრია. სამსახურს ვიშოვი და მარტო გავაგრძლებ ცხოვრებას".
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები