მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კათილმოწყობა იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მერიის მიმდებარე ტერიტორიისა და 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შადრევნის კეთილმოწყობას გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის/ კეთილმოწყობისა და 26 მაისის ქუჩაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაში  6 000 ლარს დახარჯავს.

ტენდერის მიხედვით, მარნეულის მერიის მიმდებარედ იგეგმება ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა და საპარკინგე ზონის დახაზვა, მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია, მერიის ეზოში არსებული ქვაფენილის აყრა და ახლის მოწყობა, ეზოს შესასვლელთან შლაგბაუმის მოწყობა და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 16-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები