მარნეულის 4 სკოლაში მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა. თითო მანდატური თაზაკენდს და აზიზქენდს, ხოლო ორო-ორი სადახლოსა და ქეშალოს საკარო სკოლებს ესაჭიროება. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, 7 ოქტომბერს mandaturi.gov.ge - ზე გამოცხადდა. რადიო „მარნეული“ მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსს სოფიო აბულაშვილს ესაუბრა, რომელმაც კონკურსის ეტაპებზე ისაუბრა.

„პირველ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია და საბუთების გადარჩევა ხდება, მეორე ეტაპზე უკვე შექმნილია სპეციალური საკონკურსო კომისია მანდატურების შერჩევის მიზნით. კომისიაში 5 წევრია, მანდატურებთან ხდება გასაუბრება და გასაუბრების შემდეგ ხდება ფიზიკური მომზადების შეფასება. როდესაც აღნიშნულ ეტაპებს წარმატებით გაივლის კანდიდატი, შემდგომ ხდება მისი გაგზავნა მოსამზადებელი კურსის გასავლელად, რომელიც ორთვიანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ატარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხდება კანდიდატის მანდატურად დანიშვნა“ - გვითხრა სოფო აბულაშვილმა.

ამ ეტაპზე მარნეულის მასშტაბით 11 საჯარო სკოლას 23 მანდატური ჰყავს.  როგორც მანდატურის სამსახურში გვითხრეს, სოფელ საიმერლოსა და წერეთლის სკოლებისთვის უკვე  შერჩეულია ორი ახალი კანდიდატი, რომლებიც მოსამზადებელ კურსებს გადიან და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მანდატურად დაინიშნებიან.

ამავე თემაზე: მარნეულში მანდატურის ვაკანსიებზე დაბალი აქტივობაა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები