გოგონები რომ იყვნენ რაზე ოცნებობდნენ? - მანეულის ბაზარში მომუშავე ქალების მოგონებები
11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღის მიზანი სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული. მათ შორისაა ადრეული ქორწინების პრობლემა, რომელიც არც მარნეულისთვისაა უცხო.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რაზე ოცნებობდნენ ბაზარში მომუშავე მარნეულელი ქალები, როდესაც გოგონები იყვნენ. ისინი, ყოველდღიურად, დილის შვიდ საათზე მარნეულის ბაზარში მიდიან. ზოგი ლიმონს, მწვანილს, სუნელებს, ხორცეულს და ბოსტნეულს ჰყიდის. მათი სამუშაო დღე საღამოს 7-8 საათზე სრულდება.

56 წლის ზარიფა მამედოვა უკვე 20 წელია, რაც მარნეულის ბაზარში მუშაობს. მისი ყველაზე დიდ ოცნება მასწავლებლობა იყო. მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო, ოცნება ვერ აისრულა. ზარიფა მშობლებმა 17 წლის ასაკში გაათხოვეს. ახლა კი ოჯახის სარჩენად მარნეულის ბაზარში ყოველდღიურად ბოსტნეულს ჰყიდის.

სწავლა მინდოდა. პროფესიის დაუფლება. მასწავლებლობის დიდი სურვილი მქონდა. ვერ შესრულდა ეს ოცნება მთელი დღე ბაზარში ვარ“

ვინც განათლებას მიიღებს ის წარმატებული ადამიანი იქნება, ვინც ვერ მიიღებს, ასე იწვალებს“- ამ სიტვებს მარნეულის ბაზარის მოვაჭრე 50 წლის ხურამან ისაევა ამბობს. ორი წელია, რაც ბაზარში მუშაობს. ხურამანს ოცნება ექიმობა იყო.

„ექიმობა მინდოდა, მაგრამ შეყვარებულიც მყავდა და ვიქორწინე“

გულნარა ხალილოვამ ცხოვრების 25 წელი ბაზარში გაატარა. ის ახლა ყველს ჰყიდის. მისი ოცნებაც ხურამანის მსგავსად, ექიმობა იყო. თუმცა ოჯახმა 15 წლის ასაკში გაათხოვა. დღეს კი ოჯახის მთელი ტვირთი მის მხრებზეა.

„ექიმობა მინდოდა, მაგრამ არ მომცეს საშუალება, 15 წლის გამათხოვეს. ახლა ვნანობ, თორემ 20 წლამდე არ გავთხოვდებოდი. გოგოებთან ერთად გავისერინებდი, ვისწავლიდი. მაგრამ ვერაფერი დავინახე. ძნელია“.



ზარნიშან ალიევა, ჩვენი ბოლო რესპონდენტი აღმოჩნდა, კითხვაზე თუ რაზე ოცნებობდა, ცოტახანს პასუხი ვერ გაგვცა. ლაპარაკს დუმილი არჩია, თვალები აუცრემიანდა და ცოტახნის შემდეგ დაგველაპარაკა.

ამბობს, რომ აკადემიური მიღწევებით კლასში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო და ინჟინრობა უნდოდა, მაგრამ მამა მის ოცნებას შეეწინააღმდეგა „შენ გოგო ხარ და მარტო სად გაგიშვა?“ - ასე უპასუხა ერთ დროს მამამ. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, რაც ზარნიშა მარნეულის ბაზარში ქათამს ჰყიდის და შვილიშვილების განათლებაზე ზრუნავს.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები