საიმერლოს საბავშვო ბაღი ხვალ გაიხსნება
სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი ხვალ, 15 ოქტომბერს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ბაგა- ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით საღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერ დაიწყო, საიმერლოს ბაღის 140-მდე აღსაზრდელი, ამდრომდე სახლში იყო დარჩენილი. მიზეზი იმ ტენდერის ჩაშლა გახდა, რომლითაც მუნიციპალიტეტს საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, ელეტროქურები და სხვა საჭირო ნივთები უნდა შეეძინა.

საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, 100-მდე აღსაზრდელი ამავე სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში იყო შეფარებული.

ახალი საბავშვო ბაღი „შპს მემონტაჟე ნიკამ“ ააშენა, რომელსაც სამუშაოებისთვის ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტზე 587 000 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი მუშაობს, რაც მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს. მაგალითად, წელს, არასაკმარისი ადგილების გამო, 200 აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები