ევროპაში ყოფნის ვადების არცოდნის გამო მარნეულელი მოქალაქე ლატვიაში ვერ გაფრინდა
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს. ის ოჯახის წევრებთან აპირებდა გამგზავრებას. ამბობს, რომ 3 თვე ლატვიაში ცხოვრობდა, ვადის გასვლის შემდეგ კი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. ბოლო სამი თვე საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ ბილეთი იყიდა და ქუთაისის აეროპორტში მივიდა. გამგზავრების ნებართვა არ მისცეს. აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ „თქვენ 180 დღე საქართველოში უნდა დარჩეთ და შემდეგ შეძლებთ ევროპაში გამგზავრებას“

აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა ეს ინფორმაცია არ იცოდა და ფიქრობბს, რომ ასეთ საჭირო თემებზე ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

„200 ევროს ბილეთის ხარჯით დავზარალდი. აქედან ქუთაისში წასვლის ხარჯებს არც ვთვლი. ცოლ-შვილი იქ ცხოვრობს. საბუთებიც აქვთ და მათი საბუთების ასლიც მქონდა მე. მაგრამ არ გამიშვეს. იქედან მოწვევაც მქონდა, ის საბუთიც ვაჩვენე. მიუხედავად ყველაფრისა, მითხრეს რომ 180 დღე საქართველოში უნდა დავრჩე. თუ ასეა სახელმწიფო მოსახლეობას რატომ არ აწვდის ინფორმაციას. რომ მცოდნოდა ბილეთს ხომ არ ავიღებდი“.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სიტუაციაში რამდენიმე მარნეულელი გასულ კვირასაც აღმოჩნდა.

უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები