მარნეულის მერიამ სკამების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, თვითმმართველობა 150 საოფისე სკამის შეძენას გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე სკამების შეძენის საკითხს ხშირად აყენებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე.

„საკრებულოს სხდომებზე დამსწრეთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, დეპუტატების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია და ხშირ შემთხვევაში არ იყო სკამები საჭირო რაოდენობის. მოგეხსენებათ, დიდი დარბაზიც აქვს მუნიციპალიტეტს და აქედან გამომდინარე, ნამდვილად მიზანშეწონილი იყო სკამების შეძენა“ - გვითხრა ნინო ბერიძემ

მარნეულის მერია სკამების შესაძენად 5 720 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზისთვის 150 სკამის შესყიდვის ტენდერი 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 27-დან 29 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 150 სკამი მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა გადასცეს.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები