ახალგაზრდებთან ურთიერთობების საკითხებში მერის თანაშემწის ცხრაწლიან სამუშაო გამოცდილებას არ გვეუბნებიან
„ახალგაზრდებთან ურთიერთობების საკითხებში მერის თანაშემწეს,  ადილ ალიევს ,როგორც პროფესიული მიმართულებით, ისე მენეჯერულ პოზიციებზე,  სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობის 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში. კონკრეტულად რა გამოცდილებაზეა საუბარი, ამას მერიაში ვერ გვეუბნებიან და მიზეზად პერსონალურ ინფორმაციას ასახელებენ. ადილ ალიევი რადიო „მარნეულთან“ კომენტარის მიცემაზე უკვე მეორედ ამბობს უარს, თუმცა თანახმაა, რომ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მერიის პიარის სამსახურმა გაავრცელოს.

ჩვენ დავინტერესდით რა გამოცდილებიის მქონეა ადილ ალიევი, რომელსაც ნდობა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გამოუცხადა და ახალგაზრდულ საითხებში საკუთარ თანაშემწედ დანიშნა.

ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციის თანახმად, 1987 წელს დაბადებულმა ადილ ალიევმა 2004 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავში არსებული სკოლა ჩირაღდანი.

2004- 2009 წლებში, ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, სპეციალობით - სტომატოლოგია;

2015-2017 წლებში, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. (ორდინატურა - თერაპიული სტომატოლოგია).

ფლობს- ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.


ადილ ალიევის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პირადად ამცნო საზოგადოებას ახალი კადრის მიღება მუნიციპალიტეტში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები