იაკობ ასანიძემ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ, თანამდებობა დატოვა. როგორც რადიო „მარნეულს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში განუცხადეს, იაკობ ასანიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე, ვადამდე ადრე შეუწყდა და ის ხელშეკრულებით დასაქმდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 22 ოქტომბერს, ანი ილურიძე აირჩიეს. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, პროფესიით სამართალმცოდნეა და საარჩევნო სისტემაში მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს.

„საარჩევნო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს როგორც ტრენერს, ასევე ექსპერტს და ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. 12 წელი ვიმუშავე თბილისის მერიაში იურისტად, საარჩევნო მიმართულებით კი 10 წელიწადზე მეტი გამოცდილება მაქვს. ადგილზე ძალიან კარგი და პროფესიონალი გუნდი დამხვდა, მადლობა მათ ნდობისთვის, ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაეთებ და ვეცდები, რომ ჩემი პატარ წვლილი მეც შევიტანო სტუმართმოყვარე მარნეულის რეგიონში“ - თქვა ახლადარჩეულმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მედიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ იაკობ ასანიძე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას 10 წელი ხელმძღვანელობდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები