ტექნიკის მიუვალობის მიზეზით შავი არხი ორი კვირის შემდეგაც არ გაუწმენდიათ

მარნეულში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე “შავი არხი“ ორი კვირის შემდეგაც გასაწმენდია.
წყალში მოტივტივე პლასტმასის ბთლების და სხვა ნარჩენების გაწმებდას „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი დავით კიკოლაშვილი 18 ოქტომბერს დაგვპირდა.

რადიო „მარნეული“ მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ჟორდანიას ქუჩაზე არხის გაწმენდა ტექნიკით ვერ მოხედხდა, რადგანაც სამუშაო მანქანებისთვის ადგილი მიუვალია. ამ ეტაპზე, მელიორაციის სამსახური არხს ერთჯერადად დაასუფთავებს, თუმცა არსებულ სიტუაციაში დავით კიკოლაშვილი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხსაც ხედავს.

„ჩვენ შევეცდებით ერთჯერადად დავასუფთაოთ არხი. მე ვთხოვე მარნეული მელიორაციის წარმომადგენლებს როგორღაც მოიძიონ თანხა მუშებისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ერთ კვირაში იგივე მდგომარეობა იქნება. მე ვურჩევდი მოსახლეობას მოერიდონ არხის დაბინძურებას. ეს არ არის სანიტარული წყალი, ეს ემსახურება მათი საკვების მოყვანას და რამდენ ნაგავსაც ჩაყრიან, ეს საკვები დაბინძურდება ნაგვით და არ არის სასურველი. კარგი იქნება თუ მოსახლეობა გააცნობიერებს და დაუშვათ ოცი ნაბიჯით მეტს გადადგავს, რომ ნაგავი ურნაში ჩაყარონ“

დავით კიკოლაშვილი ამბობს, რომ არხის გასაწმენდად მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრე შუკაკიძე სიტუაციას უახლოეს პერიოდში შეისწავლი, წერილს კომპანიაში მიიწერება, ნებართვის საფუძველზე კი არხს ერთჯერადად გაასუფთავებენ.

ნარჩენების უკანონო გადაყრა ჯარიმით ისჯება. მოსახლეობისთვის კი სანქციების დაწესება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, თუმცა შიძლება ითქვას, რომ ეს პუნქტი მუნიციპალიტეტში კარგად ვერ მუშაობს. კანონით გავალისწინებულ მოქმედებას მანამდე ვერ ახორციელებენ, ვიდე ფაქტს საკუთარი თვალით არ შეესწრებიან. ასეთ „ფაქტებზე წასწრება“ კი იშვიათად თუ ხდება.




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები