წელს კომპიუტერი ათით მეტ მარნეულელ წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა
22 მარნეულელ მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის, პერსონალური კომპიუტერები გადასცეს. როგორც მარნეულის რესურს ცენტრის უფროსი ქენან ომაროვი ამბობს, კომპიუტერები იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც მეცხრე კლასი წარჩინებით, დაასრულეს. ასეთი მოსწავლე კი გასულ წელს, მარნეულის მასშტაბით 12 იყო. 

22 ოქტომბერს, ქვემო ქართლის მასშტაბით, განათლების საბაზისო კურსის უმაღლესი შეფასებით დაასრულებისთვის კომპიუტერი სულ 287 მოსწავლეს გადასცეს.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები პროექტ "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში გადაეცათ, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

გარეკანის ფოტო აღებულია ქვემო ქართლის მხარის ფეისბუკ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები