მარნეულში ქორწილში წასული ოჯახი გაქურდეს (+ფოტო)
13:36 / 06.11.2019
მარნეულში ქორწილში წასული ოჯახი
გაქურდეს.
შემთხვევა 5 ნოემბერს, ნარიმანოვის
ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდა. სახლის მეპატრონე ომან აჯალოვა ამბობს,
რომ შვილის ქორწილი ჰქონდა, რომელიც მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში
გადაიხადა და ყველა იქ იყო წასული. სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ და
ოქროები წაღებული დახვდათ.
აჯალოვას ეჭვი არავიზე აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ მარნეულში ბოლო
დროს ქურდობები გახშირდა.
შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166