ახალგაზრდების პრობლემების გასაცნობად მერის ახალი თანაშემწე შეხვედრას კვირას განმართავს
10 ნოემბერს, 15:00 საათზე, მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით ახალგაზრდებათან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები  ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკითხებში ახლადდანიშნულ მერის თანაშემწეს, ადილ ალიევს შეხვდებიან და მერთან ერთად ისაუბრებენ ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებსა და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის დეტალებში გასარკვევად ჩვენ ადილ ალიევს დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა და მერიის პიარის სამსახურთან გადაგვამისამართა.

კიდევ ერთ განსახილველ საკითხს შეხვედრის დრო წარმოადგენდა, ვინაიდან , მარნეულის მუნიციპალურ ტრანსპორტს შეზღუდული სამუშაო გრაფიკი აქვს. როგორც ჩვენთან საუბარში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, მერიისთვის კონკრეტულ საათს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხოლო შუადღის სამ საათზე მას შემდეგ შეჯერდნენ, რაც ახალგაზრდების უმეტესმა ნაწილმა მოსახერხებელ დროდ სწორედ 15:00 საათი დაასახელა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google