სიახლე
მარნეულის 15 სოფლის სასმელი წყლის ნიმუშებს ლაბორატორიულ კვლევას უტარებენ
„მარნეულის სოფწყალმა“ სასმელი წყლის ნიმუშები ნათაძის სახელობის კვლევით ინსტიტუტში გააგზავნა. როგორც ჩვენთან საუბრისას „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორის მოადგილე ალეკო მამუკაშვილმა თქვა, სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება ყოველთვიურად ხდება. ამ ეტაპზე კომპანიამ 15 სოფლის სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა.

„თუ პრობლემატური სიტუაციაა, მაშინვე ვატყობინებთ კვლევით ინსტიტუტს და ჩამოდიან და იღებენ სინჯებს. თუ წყალში პრობლემები გამოვლინდა ვამოწმებთ თუ რატომ შეიქმნა დაზიანება, აღვადგენთ დაზიანებას და შემდეგ კვლავ ჩამოდიან რომ ახალი სინჯები აიღონ“ - ამბობს ალეკო მამუკაშვილი

„სოფწყალის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარნეულის მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი სისტემატიურად მოწმდება. მიუხედავად ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, 2019 წლის აპრლში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სოფელ იმირში დაფიქსირდა ქლორის მომატებული შემცველობა, რომელიც 2,2-ჯერ აღემატებოდა მის ზღვრულ ოდენობას.

„სოფლებში ხიხანი, ალავარი, ბეგლიარი - გამოვლინდა სასმელი წყლის მიკრობული დაბინძურება. დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში წყლის სასმელად მოხმარება დასაშვებია სათანადო გაუსნებოვნების შემდეგ“ - წერია აუდიტის ანგარიშში

პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტს კვლევის პერიოდში განუცხადეს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები უკვე მოგვარებული იყო, თუმცა განმეორებითი ლაბორატორიული კვლევების დამადასტურებელი საბუთები არ წარადგინეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, სააგენტოს ბოლო 6 თვის განმავლობაში იმირის, ხიხანის, ალვარისა და ბეგლიარის წყალი არ გამოუკვლევია.

„თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება ჩვენს ცხელ ხაზზე 15 01, თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, რომ სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია. ამის შემდგომ მოხდება შესაბამისი რეაგირება, ანუ მოხდება ნიმუშების აღება, კვლევა და ოფიციალურად გეცნობებათ პასუხიც თუ რა ვითარებაა“ - გვითხრა სურსათის ეროვნული საგენტოს წარმომადგენელმა თეა შველიძემ

კავკასიის გარემოსდაცვითი არასმთავრობო ორგანიზაციის CENN-ის პროექტების კოორდინატორი მარიკო წიქორიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ხიხანში არსებული სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მათაც აქვთ ინფორმაცია. რაც შეეხება დანარცენ სოფლებს, წიქორიძე აცხადებს, რომ ამ საკითხს CENN-ი აუცილებლად მოიკვლევს და გაერთიანებულ წყალმომარაგებასაც მიმართავს.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


<span style=


უკვე
დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი
გაყავთ.
უკვე დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი გაყავთ.
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
მერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81
მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
ერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81 მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ
ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“
შეუერთდა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“ შეუერთდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.