მერიამ საგზაო ნიშნების განსათავსებელი დგარებისათის მეორე ტენდერი გაზრდილი თანხით გამოაცხადა
მარნეულის მერიის ტენდერი, რომელიც  საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარებისათვის იყო გამოცხადებული არ შედგა და  ხელახლა,  გაზრდილი თანხით გამოცხადდა.

როგორც რადიო „მარნეულთან“  მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზანდა კვანჭიანმა თქვა, ფასის ცვლილება არასაკმარისმა თანხამ გამოიწვია.

„იძულებულები გავხდით გაგვეზარდა ფასი, რომ დაინტერესდნენ  პრეტენდენტები“,  - თქვა ზანდა კვანჭიანმა.

პირველი ტენდერი მერიამ  სპეციალური საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარების (შემდგომი მომსახურებით: მიწის სამუშაოებით, დაბეტონებით) შესყიდვისათვის 13 55 ლარად გამოაცხადა.

გაზრდილი თანხით კი იგივე ტენდერი 6 ნოემბერს 2 100 ლარად გამოაცხადა. მსურველ კომპანიებს მასში მონაწილეობის მიღება 12 -დან 14 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 20  ლითონის დგარი (შემდგომი მომსახურებით: მიწის სამუშაოებით, დაბეტონებით) სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში.  მოწყობა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Print