სიახლე
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასრულწლოვნების უფლებების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
დღეს, 8 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა.

სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი მართლწესრიგის ოფიცირმა გიორგი ბურდულმა ჩაუტარა. ტრენერმა მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებისა და არასრულწლოვნების უფლებების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა ეკოკლუბ „ეკოტინმა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის ფარგლებში ჩაატარა. როგორც ჩვენთან საუბრისას ეკოკლუბ „ეკოტინის“ წევრმა გიორგი კავთელაძემ თქვა, ტრენინგის მთავარი მიზანი გაეროს 17 მიზნის შესახებ ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა.

„არსებული პროექტის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური აქტივობა ენერგოეფექტური სათბურების ამუშავების სატესტო პროექტია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთანამშრომლობთ მცხეთა-მთიანეთის განვითარების დეპარტამენტთან და ვეხმარებით, რათა არსებული ენერგოეფექტური სათბურები, რომლებიც 50%-ით შეამცირებს ხეების მოხმარებას, კვლავ ამუშავდეს“ - ამბობს გიორგი კავთელაძე

კავთელაძის თქმით, ამ ეტაპზე ეკოკლუბის წარმომადგენლები პოლონეთის საელჩოს პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ეკოლოგიურ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი მარნეულის სხვა სკოლაში ჩაატარებს ტრენინგს.

პროექტი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 საქართვეოში 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე მასში 1 000-მდე სკოლაა ჩართული, მათ შორის გალის მუნიციპალიტეტის სკოლებიც.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


<span style=


უკვე
დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი
გაყავთ.
უკვე დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი გაყავთ.
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
მერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81
მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
ერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81 მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ
ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“
შეუერთდა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“ შეუერთდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.