სიახლე
სააპელაციო სასამართლომ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის ძმა სამსახურში აღადგინა
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმა , მანუჩარ მუმლაძე , რომელსაც რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად სამუშაო დააკარგვინეს, სააპელაციო სასამართლომ სამსახურში აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გიორგი მუმლაძე ავრცელებს.




მანუჩარ მუმლაძე 12 თორმეტი წელი უწყვეტად მუშაობდა მესაზღვრედ წითელი ხიდის სამმართველოში, საიდანაც გაათავისუფლეს და მესტიის სამმართველოში დანიშნეს.

ძმის მარნეულიდან მესტიაში გადაყვანას 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს, სადაც გიორგი მუმლაძე ანტისაოკუპაციო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. მესტიის სამმართველოში გადაყვანა, გიორგი მუმლაძის თქმით,  ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენას ნიშნავდა, ვინაიდან, სამუშაო ანაზღაურება იქ ყოფნის შემთხვევაში ნახევრდებოდა. როგორც რადიო მარნეულთან მიცემულ ინტერვიუში გიორგი მუმლაძე ამბობს, სამართლიანობისათვის ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს.

„რეალურად ჩვენ ვითხოვდით აქტის შეჩერებას. ის ბრძანება, რომლითაც გადაყვანილი იქნა ჩემი ძმა ერთი ადგილიდან მეორეზე, ის შეაჩერა სააპელაციო სასამართლომ იმ დრომდე, სანამ საქმე არსებითად არ განიხილება. სააპელაციომ იმსჯელა და თქვა, რომ აქტი არის უკანონოდ გამოცემული და ზიანს აყენებს იმ ადამიანს, ვის მიმართაც არის გამოცემული“, - თქვა გიორგი მუმლაძემ და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს მანუჩარ მუმლაძის დაბრუნებას პირვანდელ სამუშაო ადგილზე.


მანუჩარის მესტიის სამმართველოში  გადაყვანის ამბავი პირველ აგვისტოს
ეიტყვეს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები


<span style=


უკვე
დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი
გაყავთ.
უკვე დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი გაყავთ.
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
მერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81
მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
ერია წელს  სტიქიით დაზარალებულ  81 მარნეულელს მიწის გადასახადს გადაუხდის.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ
ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“
შეუერთდა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“ შეუერთდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.