EMC-მ ოთხ სათემო ცენტრთან ერთად მარნეულის მერიას ორი საპროექტო წინადადება წარუდგინა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ოთხ სათემო ცენტრთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობას ორი საპროექტო წინადადება წარუდგინა, რომელიც ბიუჯეტირების თემას ეხმაურება. როგორც რადიო მარნეულთან საუბარში EMC-ს პროექტების კოორდინატორმა თეონა ფირანიშვილმა თქვა, თავიანთი ინიციატივები მუნიციპალიტეტთან ზეპირსიტყვიერად მაშინ გააჟღერეს და მოწონებაც დაიმსახუეს, როდესაც მერიამ პრიორიტეტების დოკუმენტი წარადგინა.

„საპროექტო წინადადებები ეხება ერთის მხრივ სათემო სოციალური მუშაკების რგოლის გაჩენას მარნეულიS მუნიციპალიტეტის შესაბამისი ან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ქვეშ, თუმცა ეს არ გულისხმობს ასებული თანამშრომლების გადატრენინგებას. ეს იდეა ზოგადად წამოვიდა იქედან , რომ EMC - მ ბოლო პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა საჭიროებები სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობაზე. ინფორმაციის ნაკლებობაც ერთ-ერთი გამოწვევაა. ენობრივი ბარიერი, რომელიც წინ უდგას სოციალური სამუშაოების ადეკვატურად განხორციელებას, რეალუად ქმნის იმპრობლემას, რომ მოსახლეობამ არ იცის საბაზისო სოციალურ სერვისებზეც კი ინფორმაცია“ - თქვა თეონა ფირანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობს პროცესი სოციალური სამუშაოების დეცენტრალიზაციის. ასევე, გაიწერა კანონი, სადაც გათვალისწინებულია, რომ მუნიციპალიტეტს გადაეცემა მთელი რიგი პასუხისმგებლობები სოციალური სამუშაოების კუთხით.

„ცვლილებები 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ თუ მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და დაიწყებს სათემო სოციალური მუშაკების რგოლის გაჩენას, ეს იქნება ერთის მხრივ საპილოტე პროგრამა, როგორ უნდა გადაიბაროს მუნიციპალიტეტმა სოციალური სამსახურის ფუნქციები , მეორეს მხრივ იქნება გამოცდილება სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. ამავდროულად, ხელს შეუწყობს ბარიერის აღმოფხვრას".

მეორე საპროექტო წინადადება თვითმმართველობაში თარგმნის რესურსების გაჩენას გულისხმობს.

„მუნიციპალიტეტი, სადაც 20%-ზე მეტი არიან დასახლებულები ეთნიკური უმცირესობები და არსებობს რელურად საჭიროება, რომ ითარგმნოს საჯარო ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვს, უნდა შეიქმნას თარჯიმნის რესურსები. ეს ინიციატივა დიდი ხანია უკვე რაც გავაცანით მუნიციპალიტეტს და ვნახოთ, რამდენდ გაითვალისწინებს“ - თქვა თეონა ფირანიშვილმა.

EMC -მ ოთხ ადგილობრივ სათემო ცენტრთან ერთად საპროექტო წინადადება მერიაში 8 ნოემბერს წარადგინა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები