მითები ინკლუზიური განათლების შესახებ
მითები ინკლუზიური განათლების შესახებ


მითი პირველი - ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ მოსწავლე, რომელსაც სჭირდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ მიიღებს მას სრულყოფილად.

მითი მეორე ინკლუზია ნიშნავს, რომ ყველა მოსაწავლე ვალდებულია სასწავლო დრო სრულდ გაატარონ მხოლოდ საკლასო ოთახებში.

მითი მესამე - მსგავსი ტიპის სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე ბავშვები არიან გარიყულნი. მათ არასათანადოდ და ცუდად ექცევიან თანაკლასელები.

მითი მეოთხე არაინვალიდი მოსწავლეები დარჩებიან უყურადღებოდ, თუკი მასწავლებელი ინვალიდობის მქონე ბავშვების მიმართ გამოიჩენს მეტ ყურადღებას და მათ სწავლებას დაუთმობს სასწავლო პროცესის უმეტეს ნაწილს.

მითი მეხუთე - როცა ინვალიდობის მქონე ბავშვები ერთ კლასში არიან სხვა ბავშვებთან ერთად, მაშინ მიწოდებული სწავლების დონე კლებულობს, რომ თითქოს იგი მიესადაგება ინვალიდთა უნარებს.

მითი მეექვსე - ინვალიდობის მქონე ბავშვები უნდა ურთიერთობდნენ მსგავსი ფიზიკური დარღვეულობის მქონე ბავშვებთან. საერთო კლასებში მათ დააკლდებათ ასეთი ურთიერთობა.

მითი მეშვიდე - ინკლუზია - წარმოადგენს ფუფუნების საგანს და გაცილებით ძვირია, ვიდრე ტრადიციული საგანმანათლებლო პროგრამა.



რა არის ინკლუზიური განათლება:

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა მსგავს აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში. სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლის და ხარისხიანი განათლების მიღების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები