თამაზ ნავერიანმა პროპორციული სისტემის კანონპროექტის კენჭისყრაზე მონაწილეობისგან თავი შეიკავა

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა პროპორციული სისტემის კანონპროექტის კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
როგორც კენჭისყრის ანგარიშიდან ჩანს, ნავერიანი პლენალურ სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რადიო "მარნეული" მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს ამდრომდე არ პასუხობს. 

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. 37 დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები