ტენდერი, რომელიც მერიამ საგზაო ნიშნების განსათავსებელი დგარებისათის გამოაცხადა, ვერც მეორე ცდაზე შედგა
მარნეულის მერიის ტენდერი, რომელიც საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარებისათვის იყო გამოცხადებული ვერც მეორე ცდაზე შედგა. როგორც მერიაში თქვეს, პირველი ტენდერის ჩაშლა არასაკმარისმა თანხამ გამოიწვია, თუმცა მეორე ტენდერში ვერც ფასის გაზრდამ გაამართლა.

პირველი ტენდერი მერიამ სპეციალური საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების განსათავსებელი ლითონის დგარების (შემდგომი მომსახურებით: მიწის სამუშაოებით, დაბეტონებით) შესყიდვისათვის 13 55 ლარად გამოაცხადა.

გაზრდილი თანხით კი იგივე ტენდერი 6 ნოემბერს 2 100 ლარად გამოაცხადა. მსურველ კომპანიებს მასში მონაწილეობის მიღება 12 -დან 14 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლოთ.

Print