სიახლე
სალომე ქირიას „ბრძოლა სიტკბოსთან“



სალომე ქირია მეცხრე კლასში იყო, როდესაც წონის უეცარი კლება დაეწყო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მას დიაბეტი ჰქონდა და ინსულინზე უნდა გადასულიყო. მეცხრეკლასელისთვის ამ დიაგნოზის მოსმენა ადვილი არ იყო ვიდრე მშობლებმა სიტუაციაში არ გაარკვიეს. სალომეს უკან კი სკოლა იდგა, ვერც კლასელები გაერკვნენ რატომ გადიოდა გაკვეთილიდან სხვა კაბინეტში, სადაც უნდა ეჭამა ან ინსულინი გაეკეთებინა. ამის გამო არაერთხელ გამხდარა სალომე ბულინგის მსხვერპლი, თუმცა საკუთარ თავ დაჰპირდა , რომ ამ ყველაფერს მტკიცედ გამუმკლავდებოდა და გამოუვიდა.

სკოლაში დაბრუნების შემდეგ უფრო ცუდად გავხდი და ვფიქრობდი რაღაც მჭირს-მეთქი კლასელები სულ ეჭვობდნენ რატომ გავდიოდი კლასიდან. ისე მოხდა, რომ ზარი რომ დაირეკებოდა, შემომივარდებოდნენ ოთახში, ერთხელ ნემსზე წამასწრეს, ერთხელ რომ ვჭამდი ისე წამასწრეს. არავის დავადანაშაულებ, არ ცოდნის მომენტი იყო , ზოგჯერ დამცინოდნენ და ნარკომანსაც მეძახდნენ „ - თქვა სალომე ქირიამ, რომელსაც ფსიქოლოგიურად მრავალი წნეხის გადატანა მოუწია, თუმცა გვერდში ოჯახი ეგდა, რომლებმაც სალომეს საჭიროებები ყველაზე მეტად გაითავისეს.

„მამაჩემმა ერთი წლით გამიშვა გერმანიაში. ამბობდა შენ წახვაალ იქ და ნახავ, როგორ ცხოვრობენ დიაბეტიანები და უფრო სხვანაირად იცხოვრებო. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტშიცც არ ჩამიბარებია, მაშინვე წავედი გერმანიაში. თან ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ერთ-ერთს დიაბეტი ჰქონდა და ეს ყველაფერი ერთი წელი კარგად შევისწავლე. რომ დავბრუნდი მივეცი ჩამს თავს პირობა , რომ დამემტკიცებინა ყველაფერი შემეძლო“

სალომე ქირია ამბობს, რომ დიაბეტით ცხოვრება ადვილი არაა, ცხოვრების წესს ფეხი ზუსტად უნდა აუწყო თუ ამ ყველაფერს შეძლებ, მიხვდები, რომ დიაბეტი განაჩენი ნამდვილად არ არის.

სალომე ქირია 7 წლის წინ ზუგდიდიდან მარნეულში გადმობარგდა. მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლა იყო. მუშაობა საბირქენდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად დაიწყო. გარემოსთან შეგუება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მთავარ პრობლემას ენობრივი ბარიერი უქმნიდა. უკან დაბრუნებაზეც კი დაფიქდა, თუმცა გააცნობიერა, რომ ბავშვებისთვის ცხოვრების შეცვლა შეეძლო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.

დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

დიაბეტის მსოფლიო დღე გაერომ ოფიციალურად საერთაშორისო დღედ აღიარა.

მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.
დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება 14 ნოემბერს - ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს, მან ჩარლზ ბესტთან ერთად პირველად გამოყო ინსულინი 1922 წელს.
დიაბეტის დღე აღინიშნება მსოფლიოს 160 ქვეყანაში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„მოტყუებით მიჰყავთ ხალხი ვითომ თბილისში ტარდება
კონცერტი“ - ამ გაცხადებას რადი „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული
საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი ახმედ იმამყულიევი
ამბობს
„მოტყუებით მიჰყავთ ხალხი ვითომ თბილისში ტარდება კონცერტი“ - ამ გაცხადებას რადი „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი ახმედ იმამყულიევი ამბობს
"ენერგო-პრო ჯორჯია" 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (12 მლნ დოლარიი) ინვესტორთა TOP10-ში მოხვდა.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი
რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე
25 დეკემბერს გაიხსნება.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბერს გაიხსნება.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე,
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის
მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1
საბავშო ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი დღეს მივიდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საბავშო ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი დღეს მივიდა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა,
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.9 პროცენტი,
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი,