404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

მარნეულის მაჟორიტარი, რომელმაც პროპორციულის კანონპროექტი ჩააგდო, შესაძლოა პარლამენტში მივიდეს
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, რომელმაც 2020-ში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტის განხილვისას თავი შეიკავა, ამბობს, რომ დღეს შესაძლოა პარლამენტში მივიდეს.

როგორც თამაზ ნავერიანმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას თქვა, ის ვერ ხედავს საკუთარ პასუხისმგებლობას პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებს მხარი მოსახლეობის თხოვნის გამო არ დაუჭირა.

„მე ღია ფორმატში შეხვედრები ჩავატარე მუნიციპალიტეტში და ყველა შეხვედრაზე აყენებდა ხალხი ამ პრობლემას, რომ ჩვენ გვინდა მაჟორიტარი დეპუტატიო“ - ამბობს თამაზ ნავერიანი და აღნშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის სრულიად დამოუკიდებელი იყო.

მარნეულელმა მაჟორიტარმა ასევე აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის აქციებზე გამოსულ ხალხს ის პროპორციულ არჩევნებს არ დაპირებია.

„ეს რომ ყოფილიყო ისეთი თემა, რომ მართლა ქვეყნის განვითარებას აგდებდეს ან რამე პრობლემის და რისკის ქვეშ აყენებდეს ამას ხმას როგორ მივცემდი, მაგრამ ეგ არაა ისეთი კატასტროფა. გადადის 2024-ში არჩევნები, გადაიწია უბრალოდ 4 წლით.“

თამაზ ნავერიანმა რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ჯერ-ჯერობით ადრეა იმაზე საუბარი მიიღებს თუ არა ის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას და აცხადებს, რომ ეს საკითხი გუნდის, ანუ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 17 ნოემბერს, აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს. პარლამენტის პიკეტირება ამ დრომდე გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ორი დეპუტატი არ შეუშვეს.

პარლამენტის წინ აქციები 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო მიმდინარეობს. „ქართულმა ოცნებამ“ 20-21 ივნისს გაცემული დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები