„თავისუფლება ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს“ - მარნეულში ექიმებმა აქცია გამართეს
დღეს, მარნეულში, სამედიცინო კლინიკის (ძველი საავადმყოფო) ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. ისინი სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორრიაზე გამოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

„მარნეულის სამედიცინო საზოგადოება მოითხოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, ვინაიდან ექიმი, ეს არის მთელს მსოფლიოში მშვიდობის დესპანი. ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა რუსეთის საოკუპაციო ჯარმა. მითუმეტეს, ის არის პიროვნება, რომელიც მკურრნალობდა ომის დროს დაჭრილებს, ღებულოდა მათ გამოჯანმრთელებაში მონაწილეობს. ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას“ - გვითხრა აქციაში მონაწილე ქირურგმა ზაზა ქამუშაძემ


შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია საქართველოს მასშტაბით არაერთმა სამედიცინო დაწესებულებამ გამართა. ასევე მის განთავისფლებას მხარს უჭერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სთხოვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები