„დედა და მამა თუ გარდაგვეცვალა მაშინ მოდის მხოლოდ სამძიმარზე და არა ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად“ - სოფელ პირველი ქესალოს მკვიდრი რუსლან გაჯიევზე
სოფელ პირველი ქესალოს მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობას ითხოვს. როგორც ქესალოელები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებენ, გარე განათება სოფლეის მხოლოდ ორ უბანშია, მაგრამ მათი ნაწილი მაინც ჩაბნელებულია და არ ანათებს.

სოფელ ქესალოს გზა მარნეული-რუსთავი-თბილისის გზისპირასაა რის გამოც ამ ადგილის გავლა საკმაოდ ბევრ მანქანას უწევს. მოსახლეობა შიშობს, რომ საღამოს საათებში, სწრაფად მოძრავი მანქანები განათების არარსებობის გამო სახიფათო სიტუაციებს შექმნიან. პრობლემა კი ყველაზე მწვავედ ზაფხულის პერიოდში იჩენს თავს, როდესაც საღამოს საათებში ახალგაზრდები ერთად იკრიბებიან.

„ვითომ განათება გააკეთეს, ისიც არ მუშაობს. 200 ბოძიდან სულ 4, 5-ზე არის განათება. სოფლის ელექტრიკს მივმართეთ და ისიც ამბობსმ ეს ჩემი საქმე არააო“ - ამბობს პირველი ქესალოს მკვიდრი

მოსახლეობის თქმით, პრობლემის შესახებ, წინასაარჩევნო პერიოდში, მარნეულის მერს ზაურ დარგალსაც გააცნეს ინფორმაცია, მაგრამ დღემდე საკითხი არ მოგვარებულა.

„წინასააღცევნო შეხვედრაზე ზაურ დარგალისაც ვუთხარით ამის შესახებ. რაიონიდან თუ მოდის ვინმე სახლიდან გამოსვლაც არ გვინდა. იმიტომ, რომ ვიცით ჩვენს ნათქვამს არავინ არ გაითვალისწინებს“ - გვუბნება პირველი ქესალოს მაცხოვრებელი

სოფლის მოსახლეობამ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, რუსლან გაჯიევის შესახებაც ისაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ დეპუტატი სოფლის მაცხოვრებლების პრობლემით დაინტერესებული არაა.

„ვინ? რუსლან ჰაჯიევი? ის მხოლოდ ვინმეს დედა, მამა, ან სოფელში ვინმე თუ გარდაიცვალა მაშინ მოდის სამძიმარზე, პრობლემებით კი არაა დაინტერესებული“ - გვეუბენბა ერთ-ერთი მოქალაქე

რადიო „მარნეული“ მარნეულის მერიიდან ამ დრომდე ელოდება პასუხს, იგეგმება თუ არა პირველ ქესალოში გარე განათების მოწყობს. ინფორმაციას მიღების თანავე შემოგთავაზებთ.



რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები