„თურან“-ის სახეობის სპორტის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე, მარნეულელი სპორტსმენიც მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტსმენები „თურან“-ის სახეობის სპორტზე მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს სპორტსმენები 22-24 ნოემბერს ბაქოში ჩასატარებულ „ალგაფუთ“ თურანის სახეობის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რადიო მარნეულთან „საიოკან“-ის ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა ისაუბრა. მისი თქმით , ჩემპიონატზე საქართველოს „მუაიტაი“ს, „სავატეს“ და „საიოკანის“ ფედერაციების წარმდგენი 17 სპორტსმენი გავა.

„ბაქოში ჩასატარებელ შეჯიბრზე მარნეულიდან ერთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ელდარ გადიმოვი 47 კგ წონით კატეორიაში იბრძოლებს. სხვა დანარჩენი 16 სპორცმენი კი თბილისელია. ბაქოში ჩასატარელ ჩემპიონატს სულ 21 სპორტსმენი შეუერთდება. იმედი გვაქვს, რომ ამ წელს სამშობლოში გამრჯვებულები დავბრუნდებით“- ამბობს ფაიგ მამედოვი.

ფაიგ მამედოვის თქმით, 2018 წელს ბაქოში ჩასატარებელ თურანის სახეობის შეჯიბრის პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს სპორტსმენები გაამრჯვებით დაბრუნდნენ.

„გამრჯვებულებს შორის მარნეულელბიც იყვნენ. სამწუხაროა, რომ მაშინ მერიამ არანაირი პრიზი არ გადასცა მათ“- ამბობს ფაიგ მამედოვი

ჩემპიონატი 22 ნოემბერს, 16:00 საათზე , სპორტულ კომპლექს „სარჰადჩი“-ში ჩატარდება.




 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები