სიახლე
ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით მარნეულში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
დღეს, 25 ნოემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, სიქას ორგანიზებით მოეწყო, სადაც მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლმა მარიამ გვიდიანმა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის და ტრეფიკინგის შესახებ სტატისტიკის, პრევენციისა და რეფერირების შესახებ ისაუბრა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. კითხვები დაისვა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან მიმართებაში. ასევე, ბავშვებს ჰქონდათ ძალიან დიდი ინტერესი სექსუალური შევიწროების დეფინიციასთან დაკავშირებით. განვმარტეთ რა არის სექსუალური შევიწროება და რა მექანიზმები არსებობს. ვფიქრობ, რომ ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრა, სადაც სამი მუნიციპალიტეტის 5 სკოლა ესწრებოდა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ , სამოქალაქოო სექტორიც ასე ატიურად რომ არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში“, - თქვა მარიამ გვიდიანმა

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სოფელ წერეთლის, საიმერლოს თამარისის, ბოლინისისა და თეთრიწყაროს მოსწავლეები და მასწავლებლები. წერეთლის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ლიკა ბარბაქაძე შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს.

„მართალია მქონდა გარკვეული წარმოდგენა ტოლერანტობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, მაგრამ აქ უფრო ვრცლად გავეცანით საკითხს. მთავარ იყო ის, რომ ჩვენ გაგვეგო ჩვენი უფლებები და როდესაც ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები, უკვე აღარ იქნება საქართველოში ამდენი ძალადობა. ამიტომ, ყველაზე საჭირო არის განათლება და თუ ხარ განათლებული არ გაგიჭირდება საკუთარი თავის დაცვა“ , - თქვა ლიკა ბარბაქაძემ

მსგავსი ტიპის შეხვედრა დაგეგმილია მარნეულში N1 საჯარო სკოლაში. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ
პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა
2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
პარლამენტის სტაჟირების
პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე
ჰყავს.

პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".