„სახლში ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, გარეთ გამოსვლა კი ბევრ ბარიერს ქმნის“ - უსინათლოთა კავშირის წევრი სურიკ ჩიჩიანი


55 წლის უსინათლო სურიკ ჩიჩიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ამ წლების განმავლობში მისი ცხოვრება ბევრი წინაღობით იყო სავსე, თუმცა მასთან გამკლავებას ყოველთვის ახერხებს. გამოსავალს ის განათლებაში ხედავს.

“მე სპეციალურ სკოლაში დავდიოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ იმდენად მინდოდა უნივერსიეტეში ჩაბარება მაშინვე რომ ვერ გავარგრძელე, ორი წლის შემდეგ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში და დავამთავრე ისტორიული. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ არასდროს არის გვიან ჯერ სწავლა და მერე აქტიური ცხოვრება. ამისათვის მონდომებაა საჭიროა. ამ მონდომებასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს გარესამყარო იმას, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შეძლო“

სურიკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გარემოს ადაპტირება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. დიდი ხნის წინ გაანალიზა, რომ „სახლში ჩაკეტვა“ გამოსავალი არ არის. გარეთ გამოსვლა კი ბევრ ბარიერს უქმნის. არაადაპირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროტუარები და შუქნიშნები - ეს ის მპრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც სურიკ ჩიჩიანი ყოველდღიურ რეალობაში აწყდება.

„მარტო მიწევს გარეთ სიარული, მაგრამ სხვისი დახმარება მჭირდება და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. რაიონში ადაპრირებული უნდა იყოს გზები იმ გაგებბით, რომ ორმოები ძალიან ბევრია, ტროტუარები არ არის მოწყობილი ისე, როგორც საჭიროა. ტრანსპორტში რომ ჯდები არ იცი რა ადგილზე ჩერდება, კარგი იქნება რომ გამოცხადდეს გაჩერებები. რაიონში მართალია ერთი შუქნიშანი გვაქვს, მაგრამ მაგრამ მაგის გახმოვანება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არის საჯარო ადგილები იუსტიციის სახლი, თუნდაც მერია, რომელიც ადაპტიირებული უნდა იყოს ყველა შშმ პირისთვის“

მიუხედავად ამ ბარიერებისა 55 წლის სურიკი ცდილობს აქტიურადა იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რამდენიმე კვირაა რაც ის რადიო „მარნეულში“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია და აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საჭიროებების გაანალიზებაში.

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

Print