მარნეულის მერია 450 000 ლარს გზების მოვლა-შენახვაში დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 450 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპაიამ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გზებზე მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, სავალი ნაწილის მოვლა-შენახვა, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა, გზისპირა ნარგავების მოვლა-შენახვა, ზამთრის პერიოდში გზების შენახვა და მარნულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღალაშვილის ხიდის მოვლა-შენახვა.

სამუშაოები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა იქნეს შესრულებული, მერიის მიერ წერილობითი დავალების საფუძველზე.

ტენდერი მარნეულის მერიამ 26 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს, სატენდერო წინადადებების წარდგენა 12-დან 17 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე სახის ტენდერი მარნეულის მერიას წინა წლებშიც ჰქონდა გამოცხავებული. 2019 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისათვის მერიას 400 000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, 2020 წლისთვის კი მისი ღირებულება 50 000 ლარით გაიზარდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები