რადიო მარნეულის მოხალისე ფილმი „16 წლის ცოლები“ 90-წამიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულია
რადიო მარეულის მოხალისე, გულგუნ მემედხანოვა ფილმი „16 წლის ცოლები“ 90-წამიანი ფილმების კონკურსის - DepicT-ის გამარჯვებულია.
გულგუნი ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ბრისტოლის #Encounters-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება. როგორც GIPA Media Lab-ის ფეისბუქ გვერდზე წერია, შორთლისთებში მოხვედრილი 30 ფილმის ჩვენება დღეს, 4 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.'



ჩვენების შემდეგ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. ჟიურის წევრებს შორის იყო რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რეჟისორი დავით ჯანელიძე და ბრისტოლის კინოფესტივალ Encounters-ის დირექტორი რიჩ უორენი.

"16 წლის ცოლები“ (16-years-old Wives) ასევე GIPA Media Lab-ის ერთ-ერთი პრიზიორია.

ამავე ფილმმა მოუტანა გულგუნს წარმატება. მან რამდენიმე თვის წინ GIPA – ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა. პროექტ „GIPA MEDI LAB“ –ის ფარგლებში კახეთში გამართულ ფინალზე პროექტის მონაწილეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარადგინეს.

პირველი ადგილის მფლობელი თაქალოში მცხოვრები გულგუნ მემედხანოვა გახდა, რომელმაც ჟიურის წინაშე ფილმი „16 წლის ცოლები“ წარადგინა. ჟიურის წევრებს მოეწონათ ცნობილი და აქტუალური პრობლემის სხვა კუთხით დანახვა.

ფილმის გმირები ღამის სოფლის ვიდეო კადრის ფონზე ჩურჩულით ჰყვებოდნენ საკუთარი გათხოვების ისტორიის ამბავს. რაც იყო მანიშნებელი იმისა, რომ ადრეულ ასაკში გათხოვილები არ ჩანან და საკუთარ ტკივილსა და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არ შეუძლიათ. გულგუნი ჯიპაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაგისტრატურაზე უფასოდ ისწავლის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები