მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს
სახელწოდებით "დაწერე საშობაო ზღაპარი/ლექსი".
როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი
გვეუბნება, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მე-7
დან მე-11 კლასის მოსწავლეებს.
„კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო ლექსის
და სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი, რომელებიც დაჯილდოვდებიან 2020
წლის 8 იანვარს, ჩვენს ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამართულ
ღონისძიებაზე. კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა სჩუქრად 2020
წლის კალენდარი, რომელზეც დატანილი იქნება ფრაზები გამარჯებული
ნაშრომებიდან და ასევე გადაეცემათ სამახოვრი პრიზი“ -
თქვა ლანა ხეხელაშვილმა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომის გაგზავნა მარნეულის ბიბლიოთეკის ელექტრონულ
(
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
) ფოსტაზე შეეძლებათ, ასევე შესაძლებელია
ხელნაწერის ბიბლიოთეკაში მიტანა 2019 წლის 30
დეკემბრამდე.