12 წლის ელთაჯს დახმარება ესაჭიროება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 წლის ელთაჯ ჰუსეინოვი სამი წელია, რაც კიბოს ებრძვის. საქართველოში რამდენჯერმე უმკურნალეს, თუმცა სასურველი შედეგი არ დადგა. ის ამჟამად თურქეთში გადის ქიმიოთერაპიის კურსს.

მისი მკურნალობის გასაგრძელელად 15 000 დოლარია საჭირო. ოჯახს საკმარისი თანხა არ აქვს. ისინი ელჯათის საფრანგეთში გადაყვანას გეგმავენ, რადგანაც იქ მკურნალობის თანხას სახელმწიფო ფარავს. ელთაჯის თურქეთიდან საფრანგეთში გადასაყვანად 5 000 ევროა საჭირო.

მის დასახმარებლად გარდაბაში გასულ კვირას სისხლის ჩაბარების აქციაც ჩატარდა. ახლობლების თქმით, ამჟამად 7 000 ლარი აქვთ შეგროვებული. საერთო ჯამში კი მისი მკურნალობისთვის, რომელიც თურქეთში უნდა გადაიხადონ 15 000 დოლარია საჭირო, ხოლო საფრანეთში გასამგზავრებლად 5 000 ევრო. ელთაჯის მკრუნალობის ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად, 7 დეკემბრს, აქტიური ახალგაზრდების კავშირი გარდაბანში მომდევნო სისხლის ჩაბარების აქციას მართავს. აქცია ყარაჯალარის საჯარო სკოლაში 10:00 სააიდან 18:00 საათამდზე გაგრძელდება.

ელთაჯის დასახმარებლად საქართველოს ბანკში ანგარიშია გახსნილი. დახმარების შემთხვევაში მითითებულ ანგარიშზე შეძლებთ თანხის გადარიცხვას. (მიმღები: ელთაჯის დედა, ქერიმოვა ქამალა.)

GE11BG0000000822434900

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +995 555 00 08 32
ელთაჯს თქვენი დახმარება ესაჭიროება!

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები