მარნეულის მერიას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე უჯდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის შესახვედრად ემზადება, რისთვისაც უკვე ორი ტენდერი გამოაცხადეს.

საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 49 150 ლარიანი.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი გვპირდება, რომ აღნიშნული თანხით, განსხვავებულ ახალწელს გვთავაზობენ.

„მრავალფეროვანი ღონსძიება იქნება, ყველას ექნება საშუალება მიიღოს საჩუქრები, ასევე მონაწილეობა მიიღონ ძალიან ლამაზ პერფორმანსებში, ღონისძიებებში. ვგეგმავთ ნაძვისხის ანთების ღონისძიებას თავისი კონცერტებით. შემდეგ საახალწლო კვირეული იქნება, სხვადასხვა შოუებით იქნება დატვირთული“ ,- თქვა ზაურ დარგალმა

2019 წლის შემობრძანებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯამში 55 000 ლარამდე დახარჯა.

საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულებას უფრომებენ.

ღონისძიების გასამართად  კი ტენდერი 6 დეკემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 14-დან 16 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები