შაუმიანის წინასაახალწლო ფესტივალი -ფოტო
8 დეკემბერს "სამოქალაქო დარბაზისა” და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შაუმიანის წინასაახალწლო ფესტივალი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები, ბავშვებისთვის გასართობი კუთხე და DVV International-სა და “სამოქალაქო დარბაზის” სტენდი.

ფესტივალის ფარგლებში მოწვეული იყვნენ მუსიკოსი ბაჩო ჯიქიძე, პოეტი მათე სარალიშვილი, ილუზიონისტი ავთანდილ გოგეშვილი და კოდის, ხიხანისა და შაუმიანის მუსიკალურ-ქორეოგრეფიული ანსამბლები, რომლებმაც მაყურებელს წარუდგინეს თავიანთი ნომრები.

“სამოქალაქო დარბაზის” განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალში სხვა რეგიონებშიც გაიმართება, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი სათემო ცენტრების ხელშეწყობა იქნება..

ფესტივალის პარტნიორები არიან Dvv International, Georgian Bus და Geovoice. პროექტი თანადაფინანსებულია "კავკასიური სახლისა" და ევროპული ფონდი "ჰორიზონტის" მიერ.








ტექსტი და მასალა მოწოდებულია  ორგანიზაცია "სამოქალაქო დარბაზის" მიერ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები