მარნეულში 24 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
12:13 / 10.12.2019
მარნეულის მუნიცპალიტეტის სოფელ ბაიდარში 24
წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლებმა ახალგაზრდაა მამაკაცის ცხედარი 9
დეკემბერს, ნახევრადაშენებულ სახლში ნახეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა
უკვე ჩაუტარდა და სოფელში გადაასვენეს.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
წინასწარი ინფორმაციით, სუიციდის ფაქტია დ გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.