18 დეკემბერს მარნეულის მერი ზაურ დარგალი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს
მარნეულის მერი მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის მიერ შექმნილ ფეისბუქ ღონისძიების გვერდზე წერია. შეხვედრაზე ასევე განიხილება მუნიციპალური ა (ა)იპ- ებისა და შპს- ების ანგარიშები.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, შეხვედრის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმობა რის შემდეგაც მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს კითხვების დასმაც შეეძლებათ.

შეხვედრა მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 18 დეკემბერს, 13:00 სააზე დაიწყება.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები