მარნეულის N1 ბაღში გათბობის არ არსებობის გამო, მშობლები შენობასთან შეიკრიბნენ
დღეს, 11 დეკემბერს, მარნეულის N1 საბავშვო ბაღში ე.წ „თუთის ბაღის“ ტერიტორიაზე მშობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, უკვე ორი დღეა ბაღში გათბობის სისტემა კარგად არ მუშაობს და აღსაზრდელების სახლში წაყვანა ადრე უწევთ. ბაღში გათბობა არც დილის საათებში იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსს ზაურ ქარამოვს მშობლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც გათბობა ჩაირთო.

„საღამოს ბუნებრივ აირს წნევა დაუვარდა და მეორე დღეა სისტემა გაითიშულია. გუშინ, ჩემი თანამშრომელი მოვიდა და აქაც გამათბობელი ჩართეს და საღმომდე ნორმალურად იმუშავა. დღესაც დამირეკეს რომ ისევ ჩაქრაო. დღეს მივხდით, რომ პრობლემა არსებობს. ხელოსანს დავურეკეთ და საღამოს მოვა. რადგან უკვე ორჯერ შეიქმნა ეს პრობლემა, მივხდით, რომ რაღაც სერიოზულია“,
- თქვაზაურ ქარამოვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალევე გამოსწორდება.

მარნეულის ბაღებში გათბობით უზრუნველყოფა ოქტომბრის თვეში დაიწყო.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print