17 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალურ პროგრამას წარადგენენ
16:22 / 14.01.2020
17 იანვარს, მარნეულის
მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამის წარდგენა
იგეგმება.
სოციალურ პროგრამას, ზაურ
დარგალი, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში წარადგენს. შეხვედრის
ფარგლებში მუნიციპალურ პროგრამას დეტალური მიმოიხილავენ
და მოსახლეობას გააცნობენ პროგრამაში შეტანილ სიახლეებსა და
ცვლილებებს.
ღონისძიების დასაწყისი 14:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.
(მისამართი: რუსთაველის ქუჩა, #73-ა).