სიახლე
მარნეულის 8 სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა


სასმელი წყლის ქსელზე მომხდარი დაზიანების გამო, მარნეულის 8 სოფელს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიაწოდებოდა.

ამის შესახებ რადიო მარნეულს შპს „მარნეული სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა უთხრა. მისი თქმით, სოფელი ალგეთი ,ტაზაკენტი, აზიზკენტი, ჰაჯიზკენტი, ამბაროვკა, ალგეთის ღვინის მეურნეობა და ქეშალოში წყლის მიწოდება ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. ნაბი აბდულაევი აცხადებს, რომ შპს „რუსთავწყალმა“ მას სასმელი წყლის ხაზი 2018 წლიდან შპს მარნეული სოფწყალს იჯარით გადასცა. აღნიშნული ხაზები მოძველებულია და ამიტომ ზიანდება ხშირად.

„მილი რკინის მასალითაა გაკეთებული. ძველი ხაზია და ხშირად ხდება ავარია. ამიტომ, ავარიის მოგვარება რთულია. გვიან რომ მოვრჩით მიზეზი ისაა, რომ ტექნიკა იმ ტერიტორიაზე რთულად შევიდა, სადაც ავარია იყო".

ნაბი აბდულაევმა ისიც აღნიშნა , რომ უკვე ახალი ხაზის გაყვანისთვის ტენდერი გამოცხადებულია და ხაზის გაყვანის შემდეგ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ 8 სოფლის სასმელი წყლის ქსელის შეცვლისთვის მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 3 150 685 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ
პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა
2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
პარლამენტის სტაჟირების
პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე
ჰყავს.

პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".