2020 წელს მარნეულის 12 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 12
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ჯამში 42 230
ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოაცხადა.
სოფელ სადახლოს, ახკერპის, თაზაქენდისა და ხოჯორნის საჯარო სკოლების
სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოების
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის მერია 15 900
ლარს დახარჯავს.
მარნეულის N8, N6, სოფელ ბაიდარისა და ქეშალოს სკოლების სხვადასხვა
სახის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციისათვის მერია 12 570 ლარს გადაიხდის.
სოფელ კირიხლოს, ყულარის, შაუმიანისა და კირაჩ მუღანლოს სკოლების
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისათვის კი მერია 13 760
ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ სკოლების
ჩამონათვალია, რომლების რეაბილიტაციასაც მერია 2020 წლისათვის
გეგმავს.
მარნეულის მერიამ სამივე ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. მათში
მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა
22-დან 24 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.
როგორც მარნეულის მერიაში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, 2020 წელს
სკოლების რეაბილიტაციისათვის 1 820 000 ლარია გამოყოფილი.
რადიო „მარნეული“