მოქალაქესა და პოლიციას შორის ურთიერთობაზე მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 23 იანვარს, მარნეულის სოფელ ხულდარის საზოგადოებრივ ცენტრში პოლიციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტებმა შეხვედრის დამსწრეებს გააცნეს ინფორმაცია ისეთ თემებზე როგორიცაა ადამიანის ადმინისტრაციული დაკავება, პირის ნარკოტიკული შემოწმება, მძღოლის ნარკოტესტირება, პოლიციელის მიერ პირის გამოკითხვა და სხვა.

როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა ანა ნასრიშვილმა თქვა, შეხვედრაზე ძირითადად ის თემები მიმოიხილეს, რომლებიც პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის დროს ყველაზე პრობლემატურია.

"საპოლიციო სამართლიდან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა საკითხია აქტუალური. საპოლიციო ღონისძიებები ძალიან ხშირად გამოიყენება მოქალაქეებთან შემხებლობისას და ამ შეხვედრაზე იმ საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული, რომელიც მონაწილეებისათვის ყველაზე აქტუალურია" - გვითხრა ანა ნასრიშვილმა

EMC-ს იურისტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს ინფორმაცია, თუ რისი უფლება აქვთ პოლიციელთან ურთიერთობის დროს. მისი თქმით, მოსახლეობის არაინფორმირებულობის მთავარი მიზეზი სამართალდამცავი უწყებებიდან გამომდინარეობს, ისინი ხშირად თავს იკავებენ მოსახლეობისათვის მათ უფლებებზე ინფორმაციის მიწოდებისაგან.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები