სიახლე
მამუკა ნავერიანის უკონკურენტო გამარჯვება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 27 იანვარს, მარნეულის მერიაში ჩატარდა. ნავერიანი ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.



„გამოცხადდა ვაკანტური ადგილი, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილებით, ჩემი საქმისადმი მიდგომით, ობიექტურ და რეალურ წვლილს შევიტან ქვემო ქართლის კრივის განვითარებაში. მოხდა მსჯელობა (საარჩევნო კომისიის მიერ) და მხარდაჭერილი იქნა ჩემი კანდიდატურა“ - გვეუბნება მამუკა ნავერიანი

ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მარიამ დუნდუამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ საარჩევნო კომისიამ მამუკა ნავერიანი ერთხმად აირჩია, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავიც არავის შეუკავებია.

როგორც ნავერიანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ის ახლო მომავალში კრივის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს შეადგენს.

მამუკა ნავერიანმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად გახდომა მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციების შესრულებაში ხელს არ შეუშლის და პირიქით, დაეხმარება კიდეც.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის
თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
მარნეულის
მარნეულის "ყრუთა კავშირი" დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან ერთად პროექტის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც ახლომომავალში მარნეულის მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს.
20/30-იანელების სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების
თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ
20/30-იანელების სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ
14-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“,
,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს
ნაწარმის
14-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“, ,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის
15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“
და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრების
15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების
10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან,
„ევროპული საქართველოს
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
სოფელ მოლაოღლის მცხოვრებლები აფთიაქის არ არსებობის გამო წუხან.